Accentnews.ge
უკრაინა მიკოლაევში და ბერისლავთან რუსების საბრძოლო მასალების 2 საწყობის განადგურებაზე იუწყება

უკრაინა მიკოლაევში და ბერისლავთან რუსების საბრძოლო მასალების 2 საწყობის განადგურებაზე იუწყება

19/07/2022 06:20:08 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე – სნიგირევკას რაიონში 65 რუსი ოკუპანტი, ტექნიკა და საბრძოლო მასალების ერთი საწყობი გაანადგურეს.

მისი ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსების იარაღის საწყობს ბერისლავთან ახლოს:

"ეს ობიექტები განადგურებულია, ოკუპანტების დანაკარგები კი ზუსტდება".

სამხრეთის სარდლობის ცნობით, შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტით აღჭურვილი 2 რუსული გემი და 4 დიდი სადესანტო ხომალდია განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S