ზელენსკა: "ბლინკენის პოზიცია, რომ დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე – პუტინი, უცვლელია"
19/07/2022 05:55:02 მსოფლიო
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც ამერიკაში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბლინკენის პოზიცია, რომ "სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდ ხანს იარსებებს, ვიდრე – პუტინი, უცვლელია".
უკრაინის პირველი ლედი ამბობს, რომ ამერიკაში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, 20 ივლისს უკრაინის პირველი ლედი კონგრესში სიტყვით გამოვა.


