ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვით კვლავ იმუქრება
18/07/2022 17:01:52 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, შვედეთი ამ დროისთვის „კარგ იმიჯს არ ავლენს“.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.


