Accentnews.ge
თავისუფალ ერთა ლიგა რუსეთის შემადგენლობიდან გასვლასა და თვითგამორკვევაში დახმარებას ითხოვს

თავისუფალ ერთა ლიგა რუსეთის შემადგენლობიდან გასვლასა და თვითგამორკვევაში დახმარებას ითხოვს

18/07/2022 14:13:34 მსოფლიო

თავისუფალ ერთა ლიგის აქტივისტები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მათ სწრაფვას თვითგამორკვევის უფლების რეალიზებისკენ.

ლიგის წარმომადგენლები - ბურიატი რაჯანა დუგარ-დე პონტე, თათარი ირშატ ჰაბი და სხვები ვაშინგტონში პლაკატებითა და ეროვნული დროშებით ჩავიდნენ. აქცი და ბაიდენისადმი წერილი მათ დამონებული ხალხების კვირეულს დაამთხივეს, რომელიც აშშ-ში 1959 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

"ვერ ვხედავთ ჩვენი ხალხების მომავალს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და არ გვსურს, პასუხი ვაგოთ კრემლის სამხედრო დანაშაულებისთვის", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, "ავტოქტონური ხალხები რუსეთში ფაქტობრივად, მოსკოვისა და მისი რეჟიმის ტყვეებად არიან ქცეულები".

"ჩვენ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს: ან ვიომოთ, ან ციხეში ჩავჯდეთ, თუკი რუსულ აგრესიას მხარს არ დავუჭერთ. როგორც ბურიატს, ძალიან მიმძიმს იმის გაცნობიერება, რომ კრემლი ბურიატ ბიჭებს საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად - ახალი ტერიტორიების დასაპყრობად და იმპერიის გასაფართებლად იყენებს" - აცხადებს რაჯანა დუგარ-დე პონტე.

აქტივისტები აქციაზე არა მარტო უკრაინისადმი რუსული აგრესიის დასაგმობად, არამედ იმ მიზნითაც გავიდნენ, რომ ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ.

"დღეს ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა ან ლატვია იყვნენ 40 წლის წინ. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ დეკოლონიზაციისთვის და ამ ბრძოლაში გვესაჭიროება განვითარებული დემოკრატიების მხარდაჭერა", – აცხადებენ ლიგის წევრები.

შაბათს, 23 ივლისს ისინი და მათი თანამოაზრეები სხვადასხვა ქვეყნებში მიტინგების მოწყობას გეგმავენ, რათა განაცხადონ თვითგამორკვევის სურვილის თაობაზე.

ცნობისთვის: თავისუფალ ერთა ლიგა – ეს ბაშკირეთის, ბურიატიის, ინგერმანლანდის, ყალმუხეთის, თათრეთის, ერზიანის ეროვნული მოძრაობების კავშირია, რომელიც რუსეთის შემადგენლობიდან გასვლასა და ახალი ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S