Accentnews.ge
დღეიდან “დოჟდი” მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს

დღეიდან “დოჟდი” მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს

18/07/2022 12:40:53 მსოფლიო

ოპოზიციური რუსული ტელეკომპანია “დოჟდი” 18 ივლისს მაუწებლობის ნაწილობრივ განახლებას ლატვიიდან გეგმავს. ამის შესახებ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნატალია სინდეევა გამოცემა “ხოლოდს” ესაუბრა.

მისი თქმით, სატელევიზიო არხის "მასშტაბური, სერიოზული" განახლება შემოდგომიდან იგეგმება - როცა სადგურის სტუდია სრულად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ "დოჟდს" სამაუწყებლო ლიცენზია მისცა.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარტში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი" ცნობების განზრახ გავრცელებისთვის.

მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, როსკომნადზორმა მედიასაშუალებებს აუკრძალა რუსეთის სამხედრო აგრესიას უწოდონ "ომი", ან "აგრესია" - და მოსთხოვა გამოიყენონ სიტყვები "საგანგებო სამხედრო ოპერაცია".

როსკომნადზორმა აკრძალა არაერთი სოციალური მედიის პლატფორმა, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული, ყაზახური, თურქმენული და ტაჯიკური სამსახურების, Current Time-ის, ამერიკის ხმის და Deustche Welle-ის ვებსაიტები.

ომის დაწყებიდან პირველ კვირებში რუსეთში მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე მსხვილმა საერთაშორისო მაუწყებელმა, მათ შორის იყვნენ BBC, CNN, Bloomberg, CBS, German ARD და ZDF. მას შემდეგ BBC-მა და ARD-მა მუშაობა განაახლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S