H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს
18/07/2022 09:50:27 მსოფლიო
შვედური მაღაზიების ქსელი H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს.
"შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ვწუხვართ იმ გავლენის გამო, რასაც ეს ნაბიჯი ჩვენს კოლეგებზე მოახდენს“, - ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჰელენა ჰელმერსონის განცხადებაში.
H&M გეგმავს, რუსეთში დარჩენილი მარაგის გაყიდვის მიზნით მაღაზიები დროებით გახსნას.
კომპანიამ რუსეთში ბიზნესი მარტის დასაწყისში, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე შეაჩერა.


