ერდოღანი ირანში პუტინს შეხვდება
18/07/2022 08:57:48 მსოფლიო
ირანში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმირ პუტინთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, თურქეთის ლიდერი 18-19 ივლისს ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მოწვევით თეირანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ასტანას ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივ შეხვედრაში. თურქეთის და ირანის პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს. სამმხრივ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით PKK/YPG და DAESH-თან ბრძოლის და ჰუმანიტარული საკითხები იქნება განხილული.


