Accentnews.ge
უკრაინა ხერსონში რუსული იარაღის 2 საწყობის განადგურებაზე იუწყება

უკრაინა ხერსონში რუსული იარაღის 2 საწყობის განადგურებაზე იუწყება

18/07/2022 08:54:25 მსოფლიო

ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

როგორც ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერჰი ხლანმა განაცხადა, უკრაინამ გაანადგურა რუსული იარაღის 2 საწყობი. ჩულაკივკაში მდებარე საწყობზე იერიში კვირას 23:00 საათზე მიიტანეს, ხოლო ქალაქ ნოვა კახოვკასთან, რაისკეში მდებარე საწყობი დღეს დილის 5 საათზე გაანადგურეს.

მისი თქმით, რაისკეში აფეთქებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S