Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა –"ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა

ბრიტანული დაზვერვა –"ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა

18/07/2022 07:49:14 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იყენებს. უწყების ცნობით, "ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა:

„რუსეთმა იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის დანაკლისისა და მსხვერპლის შესამსუბუქებლად. "ვაგნერმა" ცენტრალური როლი შეასრულა ბოლო ბრძოლაში, მათ შორის პოპასნიასა და ლისიჩანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“.

უწყების ინფორმაციით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახლახან გახდა რუსეთის ფედერაციის გმირი ლუგანსკში „ვაგნერის“ მიერ განხორციელებული ქმედებების გამო".

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, ასეთი ქმედება გამოიწვევს კონფლიქტს რუს სამხედროებსა და "ვაგნერის" მებრძოლებს შორის, რაც უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო მორალზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S