დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ
18/07/2022 06:22:11 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ.
განსახილველ ზომებს შორისაა რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა.
ევროკავშირმა შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს.
„ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“, - აღნიშულია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ბლოკის სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან:
"წარვუდგენ წინადადებებს საბჭოს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციაში შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ 6 სასანქციო პაკეტი მიიღო.


