ბრიტანული კინოთეატრი წითურებს უფასო ბილეთებს სთავაზობს
18/07/2022 05:43:39 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის კინოთეატრების ქსელი "Showcase" წითელთმიან ადამიანებს სეანსზე უფასოდ შესვლას სთავაზობს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყანაში უჩვეულოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურა სახელდება.
მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პირველად, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს. 18 და 19 ივლისს წითური ადამიანები - რომლებიც კვლევებით დადგინდა, რომ უფრო მგრძნობიარენი არიან მზის მიმართ, ვიდრე სხვები - შეძლებენ "Showcase"–ს კინოთეატრში ნებისმიერ ფილმზე უფასოდ დასწრებას.
როგორც The Independent იუწყება, თითო წითურ ადამიანზე დღეში ერთი ბილეთის მოთხოვნაა შესაძლებელი და ადგილობრივი სალარო მათ თანხას არ გამოართმევს.


