უკრაინის გენშტაბი – რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე პუნქტიდან უკან დაიხიეს
18/07/2022 05:37:30 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 145-ე დღეს ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქში გრძელდება.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მიიტანა ათამდე დასახლებულ პუნქტთან. მისის ცნობით, მტრის სამი იერიში მოგერიებულია.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა წარუმატებელი შეტევის შემდეგ უკან დაიხიეს სამ, მათ შორის – უგლეგორის თბოელექტროსადგურის რაიონში.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მონაცემებით, 17 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობდნენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს დონეცკის, ბახმუტის და სევერსკის გარშემო, თუმცა ახალი ტერიტორიების დაკავების მხრივ რაიმე წინსვლისთვის არ მიუღწევიათ.


