Accentnews.ge
აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრება

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრება

18/07/2022 05:34:30 მსოფლიო

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება.

აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე მიემგზავრება ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი.

„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა გარიგება აზერბაიჯანთან, რათა გაზარდონ ბუნებრივი აირის იმპორტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S