უკრაინა მიკოლაევში რუსების საბრძოლო მასალების ორი საწყობისა და 36 ოკუპანტის განადგურებაზე იუწყება
18/07/2022 05:23:56 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 ოკუპანტი, ტექნიკა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს.
"დღის განმავლობაში რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგები მოიცავს 36 ოკუპანტს, ორ ერთეულ სარაკეტო-საზენიტო სისტემა Pantsir-S1-ს, რადიოლოკაციის სადგურს, 11 ერთეულ ჯავშანტექნიკას, ერთ ავტომობილსა და საბრძოლო მასალების ორ საწყობს", – აცხადებენ სარდლობაში.
სარდლობაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში დგას მტრის 2 სარაკეტო ხომალდი, რომელიც აღჭურვილია „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტით. ასევე განთავსებულია 3 დიდი სადესანტო ხომალდი.


