ზელენსკიმ გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გადააყენა
18/07/2022 05:14:43 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანადებობიდან გადააყენა. ვენედიქტოვას ამ პოსტზე დროებით მისი მოადგილე ალექსეი სიმონენკო შეცვლის
ამასთან, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
ზელენსკის განცხადებით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისითქმით, ორგანოების 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ნაწილში დარჩა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს უწყებების უფროსებთან მიმართებაში, ასეთი კითხვები კი, ზელენსკის განცხადებით, შესაბამის პასუხს მიიღებს.


