
ევროპაში ხანძრებს ებრძვიან – ერთ კვირაში პორტუგალიაში 238 ადამიანი გარდაიცვალა
17/07/2022 07:48:49 მსოფლიო
დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. მეხანძრეები სტიქიას საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სხვადასხვა ნაწილში ებრძვიან.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდას რეგიონში, 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფიჭვის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობები ჩაშალა. ხანძარია ბორდოს სამხრეთითაც, სადაც ცეცხლა 10,000 ჰექტარის ფარობის ტყე გაანადგურა.
უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეულ სტიქიას მეხანძრეები ესპანეთშიც ებრძვიან. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსამდე მიაღწია. ქვეყნის სამხრეთით, კოსტა დელ სოლთან ახლოს გაჩენილი დიდი ხანძრის გამო, სახლებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაშიც, სადაც ასევე ასობით ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7-დან 13 ივლისამდე პერიოდში პორტუგალიაში ჰაერის მაღალ ტემპერატურისგან გამოწვეული პრობლემების გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა, მათი უმეტესობა ხანდაზმული პირი იყო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, ამ კვირაშიც გაგრძელდება.
ხანძარი ექსტრემალურმა ტემპერატურამ გამოიწვია, რასაც ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
აღსანიშნავია , რომ ტყის ხანძარს ამ კვირაში ებრძოდნენ ხორვატიაში, უნგრეთში, კალიფორნიასა და მაროკოში.