საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა
17/07/2022 07:03:53 მსოფლიო
საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საუდის არაბეთის პრინციპი მაჰმუდ ბინ სალმინი დათანხმდა ნავთობის მოპოვების გაზრდას დღეში დაახლოებით, 4 მილიონი ბარელით, რაც დღიურ მაჩვენებელს 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის როგორც ენერგომწარმოებლის მნიშვნელობა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ გაიზარდა.


