Accentnews.ge
სემეკმა და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა

სემეკმა და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა

16/07/2022 09:50:59 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო.

„ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ენგურის ტურის დასრულების შემდგომ ახალგაზრდებს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში, დედოფლისეულ სასახლეში დაათვალიერეს დადიანების მემორიალური გამოფენა და გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S