Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "ბოლო კვირებში სარაკეტო დარტყმებით 30-ზე მეტი რუსული სამხედრო ლოგისტიკური ობიექტი გავანადგურეთ"

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "ბოლო კვირებში სარაკეტო დარტყმებით 30-ზე მეტი რუსული სამხედრო ლოგისტიკური ობიექტი გავანადგურეთ"

15/07/2022 19:18:40 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო კვირებში უკრაინის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 30-ზე მეტი რუსული სამხედრო ლოგისტიკური ობიექტი განადგურდა.

"გავანადგურეთ მტრის 30-ზე მეტი სამხედრო ლოგისტიკური ობიექტი, რის შედეგადაც რუსული ძალების თავდასხმის პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი.

მან ხაზი გაუსვა HIMARS-ის ტიპის ამერიკული სარაკეტო სისტემების როლს შეტევების წარმატებით განხორციელებაში:

"30–ვე შემთხვევაში მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემი, მათ შორის ამერიკული HIMARS გამოვიყენეთ".

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონის ოლქის რიგ ქალაქებში, რომელთაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ, რუსული სამიზნეები, მათ შორის იარაღის საცავები გაანადგურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S