Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "ლაგოდეხის მერიამ ბოლო ზარის ზეიმისთვის "იმედის" მუსიკოსებს 14 000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა"

"ფლანგვის დეტექტორი": "ლაგოდეხის მერიამ ბოლო ზარის ზეიმისთვის "იმედის" მუსიკოსებს 14 000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა"

15/07/2022 15:38:30 საზოგადოება

ლაგოდეხის მერიამ, ბოლო ზარის ზეიმისთვის ტენდერის გვერდის ავლითა და გამარტივებული შესყიდვით, "TV იმედის" მუსიკოსებს 14 ათასი ლარი უტენდეროდ გადაუხადა - იუწყება "ფლანგვის დეტექტორი".

მისი ცნობით, "მსგავსი შესყიდვა წინა თვეში ზუგდიდის მერიამაც განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ზარის კონცერტისთვის 31,800 ლარი დაიხარჯა".

"ბოლო ზარის კონცერტისთვის ლაგოდეხის მერიამ ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვა ექსკლუზიურად ტვ იმედის ღამის შოუს ბენდთან გააფორმა.

ბენდი ტვ იმედის თანამშრომლებისგან შედგება და ისინი ხშირად უკრავენ ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებსა და კონცერტებზე.

2022 წლის მონაცემებით ლაგოდეხში ყოველი მეოთხე, ე.ი 11,047 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და საარსებო შემწეობას იღებს.

მსგავსი შესყიდვა წინა თვეში ზუგდიდის მერიამაც განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ზარის კონცერტისთვის 31,800 ლარი დაიხარჯა.

წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებში ქართველი მოსწავლეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 79 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზე არიან", - აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S