Accentnews.ge
მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენა-თვალთვალის შემთხვევებზე მედიას დახმარებას სთავაზობს

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენა-თვალთვალის შემთხვევებზე მედიას დახმარებას სთავაზობს

15/07/2022 13:47:10 საზოგადოება

მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს დახმარებას სთავაზობს.

„მივმართავთ მედიის ყველა წარმომადგენელს – გადაამოწმეთ ინფორმაცია ე.წ. სუსის ფაილებში/კრებსებში. თქვენი და თქვენი ორგანიზაციის შესახებ ჩანაწერების აღმოჩენის შემთხვევაში, მზად ვართ დაგეხმაროთ პირადი და საქმიანი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვაში“, – აცხადებს მედიაომბუდსმენი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ მედიაომბუდსმენს "ცხელი ხაზის" ნომერზე: 555 795 776

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S