ლარი გამყარებას განაგრძობს
15/07/2022 13:45:01 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8504 ლარი ეღირება, ევრო – 2.8658 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3772 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8559 ლარი ღირდა, ევრო – 2.8613 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3808 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


