Accentnews.ge
"მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია"

"მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია"

15/07/2022 13:33:51 საზოგადოება

პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის გავრცელებული განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია.

"ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე...სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი", - ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

ცნობისთვის: "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა პირები ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მოსთხოვა:

მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ".

მოსამართლის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ, გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მისაღებად განაცხადი. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S