Accentnews.ge
ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

15/07/2022 12:37:13 ეკონომიკა

2022 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (მილიარდ 262.6 მლნ ლარი) შეადგინა. გადმორიცხული თანხების ნახევარზე მეტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია.

რუსეთის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი მეოთხე პოზიციას იკავებს:

1. რუსეთის ფედერაცია - $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%.

2. იტალია - $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%.

3. აშშ - $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%.

4.საბერძნეთი - $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%.

5. ყაზახეთი - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%6.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S