Accentnews.ge
SJC – 2 კვირაში რუსეთის 18 700-მდე მოქალაქემ საქართველოში 23 300-მდე უძრავი ქონება დაირეგისტრირა

SJC – 2 კვირაში რუსეთის 18 700-მდე მოქალაქემ საქართველოში 23 300-მდე უძრავი ქონება დაირეგისტრირა

15/07/2022 12:00:25 საზოგადოება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.

მათგან, ყველაზე მეტი უძრავი ქონება ორგანიზაციის განცხადებით, 23 945 უძრავ ნივთზე, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ასევე, უკრაინის 3 350 მოქალაქის საკუთრების უფლება 4 423 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა, ბელარუსის 538 რესპუბლიკის მოქალაქის საკუთრების უფლება – 603 უძრავ ნივთზე.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული საჯარო ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 3 თვის დაგვიანებით მიაწოდა და ისიც ხარვეზით, მხოლოდ წერილის გაგზავნის თარიღის დრომდე მდგომარეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S