კანადა რუსეთს ნავთობის, გაზისა და სამრეწველო სექტორის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უწესებს
15/07/2022 10:00:27 მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის გამო კანადამ დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ და ამ სფეროში მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა.
"15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში" - აცხადებს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთს, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს გაუწიონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან.
გარდა ამისა, აკრძალულია სამრეწველო მომსახურება, სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში.


