Accentnews.ge
უკრაინული მედია – რუსეთმა მიკოლაევში 2 უნივერსიტეტი დაბომბა

უკრაინული მედია – რუსეთმა მიკოლაევში 2 უნივერსიტეტი დაბომბა

15/07/2022 08:23:13 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის განცხადებით, დღეს დილით რუსეთმა მიკოლაევის 2 უნივერსიტეტი დაბომბა, – იუწყება უკრაინული გამოცემა "Ukrinform".

"დღეს რუსი-ტერორისტები მიკოლაიევში 2 უდიდეს უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. მინიმუმ, 10 რაკეტა ესროლეს. ახლა ისინი თავს დაესხნენ ჩვენს განათლებას. მე ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, მოიხსენიონ რუსეთი იმად, რაც სინამდვილეში არის - ტერორისტი",– აცხადებს ვიტალი კიმი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S