აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
15/07/2022 07:48:57 მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანამოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.
"რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო უსაფრთხოების მდგომარეობა მთელს უკრაინაში კვლავ სასტიკი და არაპროგნოზირებადია. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს არ ჩავიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებს – დაუყოვნებლივ დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: 14 ივლისს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავებულია ასობით პირი.


