Accentnews.ge
ლატვიამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა

ლატვიამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა

15/07/2022 07:33:33 მსოფლიო

2023 წლის 1 იანვრიდან ლატვიამ რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი აკრძალა.

2022 წლის აპრილში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარი ლიეტუვამაც განაცხადა. ის ევროკავშირის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული გაზი აკრძალა.

უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირის სახელმწიფოებისგან ითხოვს უარი თქვან რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რომელსაც კიევი მიიჩნევს ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარ წყაროდ. ამჟამად ევროკავშირი ამზადებს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეშვიდე პაკეტს. ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსულ გაზს სანქციები ვერ შეეხება, რადგან ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.

ჩეხეთის პრემიერის თქმით, სანქციებს უფრო დიდი გავლენა რუსეთზე უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც სანქციებს აწესებენ, ბევრი სახელმწიფო კი, ისევ რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორისაა ჩეხეთიც. ფიალას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მაგრამ ეს ამ ზამთრისთვის ვერ მოხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S