რუსეთმა საგამოძიებო გამოცემები "Bellingcat" და "The Insider" არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადა
15/07/2022 07:28:02 მსოფლიო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო გამოცემები "Bellingcat" და "The Insider" არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
არასასურველ ორგანიზაციებად გამოცხადება ნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივად რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნულ გამოცემებთან თანამშრომლობა ეზღუდებათ.
ორივე გამოცემა რუსეთში უკვე იყო გამოცხადებული „უცხოურ აგენტად“.
რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, "Bellingcat"-ისა და "The Insider"-ის საქმიანობა „რუსეთის საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლებსა და უსაფრთხოებას საფრთხეს წარმოადგენს“.
"Bellingcat"-ს და "The Insider"-ს ჩატარებული აქვთ არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის და კრემლისთვის არასასურველი სხვა პირების მოწამვლასთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კავშირების შესახებ. დღეს ორივე გამოცემა აქტიურად აშუქებს ომს უკრაინაში.


