Accentnews.ge
"თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება"

"თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება"

15/07/2022 06:02:35 მსოფლიო

"თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება", – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ეს იქნება მოწვევა ყველასთვის, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას, რადგან რუსეთმა დაარევია საერთაშორისო სამართალი ყველაზე სასტიკი გზით“,- განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით, ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

„სწორედ ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს“,- განაცხადა ბერბოკმა.

მემარცხენე პარტია Die Linke-სა და ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დეპუტატებმა მოითხოვეს სანქციების შემსუბუქება, რაც, მათი შეფასებით, გერმანიის ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირების გზაა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S