Accentnews.ge
ჰიტლერის საათი აუქციონზე გაიტანეს

ჰიტლერის საათი აუქციონზე გაიტანეს

14/07/2022 20:11:37 მსოფლიო

აუქციონის სახლმა Alexander Historical Auctions–მა გასაყიდად გამოიტანა მაჯის საათი, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა,– იუწყება The Times.

აუქციონის სახლის მფლობელი ამბობ, რომ ნივთს, როგორც მტკიცებულებას, ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სურს, საწყისი ფასი 2–4 მილიონი დოლარი იყოს.

აუქციონის სახლის მფლობელმა ჰიტლერის საათი მიიღო ფრანგი ჯარისკაცის შორეული ნათესავისგან, რომელმაც ის 1945 წლის მაისში ბავარიაში, ნაცისტური გერმანიის ლიდერის - რობერტ მინიოს ძველი სახლიდან მოიპარა.

გადმოცემის თანახმად, ფრანგული პანცერის დივიზიის ჯარისკაცებმა სახლი გაჩხრიკეს და იქ ვერავინ იპოვეს - მაგრამ აღმოაჩინეს გვირაბებისა და სამალავი ადგილების ქსელი, რომელთაგან ერთ-ერთში საათი ეგდო.

სამხედრომ ომიდან დაბრუნებისთანავე საათი ნათესავს მიჰყიდა, რომელმაც ის საკუთრ შთამომავლებს გადასცა. 2019 წელს დაუკავშირდნენ აუქციონის სახლს და შესთავაზეს მისი ყიდვა.

2019 წელს ლიბანელმა ბიზნესმენმა მიუნხენში აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის კუთვნილი ნივთები 600 000 ევროდ იყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S