შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გადადგა
14/07/2022 17:25:26 მსოფლიო
მასობრივი პროტესტის გამო, სინგაპურში გაქცეულმა შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ თანამდებობა დატოვა.
მედიის ცნობით, სინგაპურში ჩასვლამდე, რაჯაპაკსა თავდაპირველად მალდივებზე გაიქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას თან მეუღლე და ორი მცველი ახლავს.
შრი-ლანკაში მასობრივი გამოსვლები სურსათის, საწვავისა და სხვა ძირითადი მარაგებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.


