Accentnews.ge
აშშ-მა ჰიპერბგერითი რაკეტები წარმატებით გამოცადა

აშშ-მა ჰიპერბგერითი რაკეტები წარმატებით გამოცადა

14/07/2022 16:02:49 მსოფლიო

პენტაგონში გამოაცხადეს, რომ აშშ-მ კომპანია ლოქჰიდ მარტინის ორი ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოცადა.

აშშ-ის საჰაერო ძალებში ადასტურებენ, რომ წარმატებით გამოცადეს ჰაერიდან გაშვებადი სწრაფი რეაგირების იარაღის (ARRW) ამაჩქარებელი. იარაღი ბომბდამშენი B-52H-ის მეშვეობით გამოცადეს.

წინა გამოცდების დროს, იარაღმა თვითმფრინავიდან ჩამოვარდნა ვერ შეძლო.

ჰიპერბგერით იარაღებს საათში დაახლოებით 6200 კმ.-ს განვითარება შეუძლიათ.

აშშ-მ ჰიპერბგერით იარაღს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაუთმო, რაც ასეთი ტიპის სისტემები წარმატებით გამოცადეს რუსეთმა და ჩინეთმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S