აშშ–ისა და ისრაელის ლიდერები პირობას დებენ, რომ არ დაუშვებენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას
14/07/2022 15:57:56 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივ დეკლარაციაში პირობა დადეს, რომ ხელს შეუშლიან ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოკავშირე ვერ თანმხდება თეირანთან ბრძოლის კონკრეტული გზების თაობაზე.
"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს", - განაცხადა ბაიდენმა მისი ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის დროს, 14 ივლისს იერუსალიმის დეკლარაციის ერთობლივი ხელმოწერის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის, როგორც რეგიონული სამხედრო ლიდერის მიმართ, რომელსაც შესწევს უნარი " თავად დაიცვას საკუთარი თავი."
ლაპიდმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ " ბირთვული ირანის შეჩერების ერთადერთი გზა არის ის, თუ ირანმა იცის, რომ თავისუფალი სამყარო ძალას გამოიყენებს."
ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რისიმ განაცხადა, რომ ირანი "მკაცრად უპასუხებს და ძვირად დაუჯენს" ვაშინგტონსა და მისი მოკავშირეებს ნებისმიერ "შეცდომას".
ისრაელი და შეერთებული შტატები კვლავ ვერ თანხმდებიან ირანის მიმართ კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მას სურს, ამერიკის შეერთებული შტატები დაუბრუნდეს 2015 წლის ბირთვულ გარიგებას. ისრაელი ეწინააღმდეგება გარიგებას შიშით, რომ შესაძლოა თეირანმა საბოლოოდ მიაღწიოს ბირთვული იარაღის შექმნას.


