Accentnews.ge
„უცნობმა" სავარაუდოდ, „მთავარი არხის" ჟურნალისტების ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

„უცნობმა" სავარაუდოდ, „მთავარი არხის" ჟურნალისტების ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

14/07/2022 05:09:26 საზოგადოება

ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა") სავარაუდოდ, „მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

აღწერის თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის სავარაუდოდ, გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის გიორგი გაბუნიას, სავარაუდოდ, პროდიუსერის ეკა სარიას, სავარაუდოდ, ჟურნალისტების - გიორგი გვიშიანის და ლაშა კვესელაძის საუბარი.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "უცნობს" გაასაჯაროვებინა აუდიოჩანაწერი, რითიც დასტურდება, რომ სუს–ს ტელევიზიებში მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული და ოპოზიციურ მედიასა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს კვლავ ფარულად უსმენს", აცხადებს "მთავარი არხი".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს–ცენტრის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოძიება ან მოკვლევა არ დაწყებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S