Accentnews.ge
მოლდოვის პრეზიდენტი: "არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ"

მოლდოვის პრეზიდენტი: "არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ"

14/07/2022 09:24:21 მსოფლიო

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანა ამ ზამთარს ენერგოდაზოგვის რეჟიმისთვის უნდა მოემზადოს.

„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S