Accentnews.ge
10 წლის ვალერიამ ქუჩაში შაშის თამაშით უკრაინულ არმიას სოლიდური თანხა შეუგროვა [ვიდეო]

10 წლის ვალერიამ ქუჩაში შაშის თამაშით უკრაინულ არმიას სოლიდური თანხა შეუგროვა [ვიდეო]

14/07/2022 07:06:08 საზოგადოება

კიევში, 10 წლის ვალერია იეჟოვამ, რომელიც ქუჩაში თამაშობდა შაშს, 21 ათასი გრივნა შეაგროვა უკრაინის არმიის მხარდასაჭერად.

ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა სერგეი პრიტულამ განაცხადა, რომლის საქველმოქმედო ფონდსაც გადასცა გოგონამ გამომუშავებული თანხა.

„10 წლის ვალერია ქუჩაში ხალხთან შაშს თამაშობდა. თუ ადამიანი წააგებდა, მას თამაშისთვის თანხა უნდა გადაეხადა. ყველამ წააგო ვალერიასთან თამაში. ვალერია მსოფლიო ჩემპიონია შაშში და ჩვენი ფონდის სპონსორი. +21 ათასი გრივნა ყულაბაში“, - წერს პრიტულა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S