Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსების წარუმატებელ შტურმზე იუწყება

უკრაინის გენშტაბი სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსების წარუმატებელ შტურმზე იუწყება

14/07/2022 06:54:29 მსოფლიო

უკრაინის გენშტაბი სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსების წარუმატებელ შტურმზე იუწყება.

"სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსები შტურმის განხორციელებას ცდილობდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცეცხლს ხსნის ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე. ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცეცხლს ხსნიდა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ნოვოლუგანსკოეს, ნიუ-იორკის, პოკროვსკოეს, ვესელა დოლინას, სოლედარის, ბერესტოვეს, ვესელეს, ვიემკას, სემიგორიეს, ვერშინას და უგლეგორსკაიას თბოსადგურის დასახლებებში", - აცხადებენ გენშტაბში.

მისივე ცნობით, მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კურულკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

"ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა გრიგოროვკას, სევერსკის, კრამატორსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკოტნეს, სერებრიანკასა და სპორნოეს რაიონები, განახორციელა ავიადარტყმები ვერხნეკამენსკსა და მაიაკოვთან. ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენსკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ოთხი საზღვაო ხომალდი", – აცახდებენ გენშტაბში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S