Accentnews.ge
ხორვატიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან [ფოტო]

ხორვატიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან [ფოტო]

14/07/2022 05:50:24 მსოფლიო

ხორვატიის სამხრეთით, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ შიბენიკთან, ტყის მასშტაბური ხანძრის გაკონტროლებას ცდილობენ,– იუწყება Vijesti.

ცეცხლი 13 ივლისს, დილის 11:00 საათისთვის მწვანე ზონაში გაჩნდა და ხანძარმა ძლიერი ქარის გამო, სწრაფი გავრცელება დაიწყო ახლომდებარე ქალაქების – ვოდიცეს, ზატონსა და რასლინას მიმართულებით.

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 20-მდე სახლი გაანადგურა. დაშავდა ერთი მეხანძრე.

საღამოს შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი მივიდა სახანძრო ბრიგადების და მოსახლეობის მხარდასაჭერად. ხანძრის ჩაქრობაში ჯარიც ჩართეს.

ღამით მეხანძრეების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხანძრის შეკავებაზე ვოდისის გარეუბანში და მათ მოახერხეს მისი წინსვლის შეჩერება რასლინის მიმართულებით. მეზობელ ქალაქ ზატონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან ხანძრის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

როგორც ცნობილია, ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ასევე ებრძვიან ტყის ძლიერ ხანძრებს, რასაც ხელი შეუწყო ცხელმა ამინდმა. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებას პროგნოზირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S