"რუსეთში 2 მლნ უკრაინელი გადაიყვანეს, ართმევენ დოკუმენტებს და აშინებენ"
13/07/2022 19:08:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მტერმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან რუსეთში 2 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაიყვანა.
"ჩვენი 2 მილიონი მოქალაქე უკვე რუსეთშია გადაყვანილი, მათ შორისაა ასობით ათასი ბავშვი. ზუსტი რიცხვების თქმა ახლა არავის შეუძლია. მათ წართმეული აქვთ საშუალებები დასაკონტაქტებლად, ართმევენ დოკუმენტებს, აშინებენ და ცდილობენ, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში გადაანაწილონ, რომ მაქსიმალურად გაუჭირდეთ სახლებში დაბრუნება", – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარე ომის დაწყებიდან მალევე ალაპარაკდა თავდამსხმელების მიერ უკრაინის მოქალაქეების გადასახლებებზე რუსეთის შორეულ რაიონებში.


