Accentnews.ge
თურქეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების თაობაზე იუწყება

თურქეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების თაობაზე იუწყება

13/07/2022 18:53:28 მსოფლიო

თურქეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების თაობაზე იუწყება. ამის შესახებ რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო–ს ოფიციალურ პირების მიერ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვეულის ექსპორტისთვის.

მისი თქმით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება, როდესაც ყველა მხარე კვლავ ერთმანეთს შეხვდება.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ყველა მხარე ნავსადგურებში მარცვლეულის შემოწმების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდა.

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის გამო მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S