Accentnews.ge
ევროკომისია: "რუსეთს შეუძლია, განაგრძოს სანქცირებული ტვირთის სარკინიგზო გზით ტრანზიტი კალინინგრადში"

ევროკომისია: "რუსეთს შეუძლია, განაგრძოს სანქცირებული ტვირთის სარკინიგზო გზით ტრანზიტი კალინინგრადში"

13/07/2022 17:47:41 მსოფლიო

ევროკომისია აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია, განაგრძოს სანქცირებული ტვირთის სარკინიგზო გზით ტრანზიტი კალინინგრადში ევროკავშირის ტერიტორიის გავლით.

მისი ცნობით, კალინინგრადის ოლქში მიმავალი ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებზე, რკინიგზით საქონლის გადატანა ნებადართულია, თუმცა „შესაბამისი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში“.

სამხედრო ტვირთების, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაზიდვა ყველა სახეობის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

"წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან სანქციების განხორციელებაზე. იმისათვის, რომ სანქციები განხორციელდეს რაც შეიძლება ეფექტურად და თანმიმდევრულად, კომისია უზრუნველყოფს რეგულარულ ადმინისტრაციულ მითითებებს", – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ლიეტუვის რეაქცია ევროკომისიის განცხადებაზე

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დაიცავს ევროკომისიის რჩევებს.

დიპლომატიური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "ადრინდელი პოლიტიკა, რომელიც ბლოკავს სანქცირებულ საქონელს, უფრო მისაღები იყო"

„კალინინგრადის სატრანზიტო წესებმა შეიძლება, შექმნას გაუმართლებელი შთაბეჭდილება, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება არბილებს თავის პოზიციას და სანქციების პოლიტიკას რუსეთის მიმართ“, - განაცხადა ოფიციალურმა ვილნიუსმა.

რუსეთის რეაქცია ევროკომისიის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ევროკომისიის განახლებულ რეკომენდაციას "რეალიზმისა და საღი აზრის გამოვლინება" უწოდა.

ცნობისთვის: ივნისში ლიეტუვამ შეწყვიტა საკუთარ ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლებისა და ავტოტრანსპორტის გატარება, რომლებსაც კალინინგრადში სანქცირებული საქონელი გადააქვთ. ლიეტუვის ნაბიჯზე საპასუხოდ რუსეთი მას „მკაცრი საპასუხო ზომებით“ დაემუქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S