Accentnews.ge
რუს კომიკოსს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

რუს კომიკოსს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

13/07/2022 15:48:55 საზოგადოება

რუსი კომიკოსი გარიკ ოგანისიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან სოცილაურ ქსელში დაწერა.

"უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე. ვინმეს მსგავსი რამ შემთხვევია? რა გავაკეთო?",– წერს კომისკოსი.

ოგანისიანმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელის მიხედვით, მას საზღვარზე შემოსვლაზე უარი ეთქვა, რადგან "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

ოგანისიანი საქართველოში სომხეთიდან ცდილობდა შემოსვლას.

ოგანისიანი პროექტის "Stand-Up Club #1" მონაწილეა. იგი იყო ასევე გადაცემა „Вечерний Ургант"–ის სცენარისტი. 2021 წლის აგვისტოში კომიკოსმა რუსეთის ტელევიზიის "პირველ არხზე" არსებული ცენზურის შესახებ განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაცემა "Вечерний Ургант" „პირველი არხის“ ეთერიდან გაქრა. მისი წამყვანი ივან ურგანტი 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდა. ურგანტი დროებით რუსეთიდან გაემგზავრა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის საქართველოში 90 ათასზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული, უარი უთხრეს რამდენიმე ჟურნალისტს, აქტივისტს, ასევე ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S