Accentnews.ge
ქუთაისში მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს ფსიქოლოგიურ ცენტრს, რომელიც შშმ ბავშებს ეხმარება

ქუთაისში მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს ფსიქოლოგიურ ცენტრს, რომელიც შშმ ბავშებს ეხმარება

13/07/2022 14:10:06 საზოგადოება

დღეს ქუთაისში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის შენობაში ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მეზობლები არ უშვებდნენ.

ცენტრი „ღია სახლი“ ფსიქოლოგიურ სერვისებს უფასოდ აწვდის შშმ ბავშვებს.

„ხშირად აღნიშნავენ მეზობლები, რომ არასასიამოვნოა მათთვის „ასეთი ბავშვების“ ყურება. ასე განმარტეს ჩვენთვის ჭიშკრის ჩაკეტვის მიზეზი“, – განაცხადა „ღია სახლის“ თავმჯდომარე ნინო კილაძემ „ბათუმელებთან“.

მოგვიანებით ნინო კილაძემ "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ პატრულის დახმარებით „ღია სახლის“ სამუშაო სივრცეში შესვლა მოხერხდა:

„რადგან ბევრი ადამიანი გვწერს და მხარსგვიჭერს, მინდა გაცნობოთ, რომ პატრულის დახმარებით მოხერხდა „ღია სახლის“ სამუშაო სივრცეში შესვლა. მადლობა მინდა გადავუხადო სწრაფი რეაგირებისთვის მადონა ბასილაძესა და ნათია წივწივაძეს იქვე ადგილზე გაჩდნენ. ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ბავშვებს და მშობლებს, რომელთაც ქუჩაში მოუწიათ ყოფნა და შესაბამისად სერვისიც ვერ მიიღეს. ვწუხვარ, რომ ასეთი უსიამოვნო რეპლიკების მოსმენა უწევდათ, რაც ძალიან დამთრგუნველი იყო. მჯერა, რომ შევძლებთ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას სადაც მეზობლები, გამვლელები არ გაჩერდებიან და დაგვარიგებენ, როგორ უნდა გამოვკეტოთ სახლში ბავშვები ან ქალაქის გარეუბანში უნდა ვიყოთ. ჩვენ ბევრს ვიხმაურებთ და ეს ბავშვები სულ მალე ქალაქის ცენტრში მათი ტკბილი ხმებით დაგვატკბობენ.მადლობა „ღია სახლის“ მთელ გუნდს, რომ საოცარი სიმშვიდე შეინარჩუნეთ ველური შემოტევის ფონზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S