
ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
13/07/2022 13:45:12 საზოგადოება
ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
თ. კ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღის წინ მთაში, სანადიროდ წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.
არსებობს ვერსია, რომ ის სავარაუდოდ სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.