Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" აღიარა

13/07/2022 13:25:55 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ტერიტორიის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა.

რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით კი, ჩრდილოეთ კორეის ელჩმა სინ ხონ ჩხოლმა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ელჩ ოლგა მაკეევას ჩრდილოეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილება გადასცა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ უკრაინული ტერიტორიის აღიარების თაობაზე.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არც რუსეთის საგარეო უწყებას, არც კორეულ მხარეს დაუდასტურებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S