Accentnews.ge
ბჟანია: "აფხაზეთს სანქციების არ ეშინია, სანქციები რუსეთთან დაგვაახლოებს"

ბჟანია: "აფხაზეთს სანქციების არ ეშინია, სანქციები რუსეთთან დაგვაახლოებს"

13/07/2022 09:23:12 კონფლიქტები

აფხაზეთი მზადაა, დასავლური სანქციების ფონზე რუსეთში საქონლის პარალელური იმპორტისთვის პლატფორმად იქცეს, - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბაშკირეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, აფხაზეთში არის ორი პორტი, რომლის გავლით შესაძლებელია "გასვლა სხვა სახელმწიფოებზე". რომელ პორტებზეა საუბარი - ბჟანიას არ დაუკონკრეტებია.

«მას შემდეგ, რაც უამრავმა სახელმწიფომ რუსეთის მიმართ სასანქციო რეჟიმი დააწესა, ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოყენებული იყოს პარალელური იმპორტის რეალიზებისთვის. ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობების მასშტაბი ჯერ სრულად გამოყენებული არაა და ეს განხილვის საკითხია. აფხაზეთს სანქციების არ ეშინია. იცით, რომ სახელმწიფოების გარკვეული რაოდენობის მიერ აღიარებულები ვართ და რაც ჩვენთვის მთავარია, გვაღიარა რუსეთმა. არავითარი სანქციები არ გვაშინებს, ჩვენს მიმართ ისინი არც არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს სირთულეები რუსეთთან დაგვაახლოებს», – დასძინა ბჟანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S