„საქსტატი" – ივნისში ექსპორტი 25%-ით, ხოლო იმპორტი 35%–ით გაიზარდა
13/07/2022 07:35:02 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ივნისში საქართველოდან უცხოეთში 439 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 25%-ით ანუ 88 მილიონი დოლარით მეტია.
ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და მან ივნისში 1.04 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით, 21%-ით ანუ 183 მილიონი დოლარით მეტია.
მთლიანად იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.55 მილიარდი დოლარი იყო რაც წლიურად 35%-ით არის გაზრდილი. იმპორტმა კი 5.91 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით ასევე 35%-ით მეტია.


