Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ძალებმა მტრის თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ძალებმა მტრის თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს

13/07/2022 06:47:20 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა მტრის თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს.

"სლავიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს დოლინას, დიბროვნოს, კურულკას, მაზანოვკას, ადამოვკას, ვერნოპოლიეს, გუსაროვკას, ჩეპილის, ბოლშაია კამიშევახას, კრასნოპოლიეს, ხრესტიშეს, დოვგენკოესა და მაიაკის დასახლებების ტერიტორიების დაბომბვას. უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა სლავიანსკის, დოვგენკოესა და დოლინას მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ მტერმა განაგრძოს თავდასხმის ოპერაციების ჩატარება ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევის განსახორციელებლად", აცხადებს გენშტაბი.

მისი ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა თავდაცვაზეა მიმართული.

"მტერმა არტილერიიდან დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები: სოსნოვკა, დემენტიევკა, ნიკოლსკოე, რუსკი ტიშკი, პიტომნიკი, სლატინო, პრუდიანკა, ნოვოე, ივანოვკა და ზალიმანი", ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, "ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებს სუმის რაიონის ვოლკოვკას რაიონში ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა დაბომბეს ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, სოლედარის, პოკროვსკის, ბახმუტის, პოპროსნოის, ვესელა დოლინას, ვერშინას, ტრავნევოის, კოდემას, ტორეცკის და შუმოვის რაიონები.

მტერმა სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მიაყენა ტორეცკსა და რაისკის, ასევე საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოეს მახლობლად".

გენშტაბის ცნობით​, ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ავდიივკას, ვესელეს, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პავლოვკას, პრიჩისტოვკას დასახლებებს და ავია დარტყმები განხორციელდა კამენკას, ავდიივკასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S